Wednesday, February 4, 2009


მოტყუებული სტუდენტები სასამართლოში ჩივიან
არააკრედიტებულ, მაგრამ ლიცენზირებულ, უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტები შეცდომაში შეყავთ. გასულ წლებში მათ მიერ გაკეთებელი რეკლამის შედეგად არა ერთი აბიტურიენტი დარჩა მოტყუებული. კერძოდ, აბიტურიენტები არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლები არ არიან უფლებამოსილნი სწავლის დასრულების შემდეგ გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. Eეს კი გამორიცხავს სახელმწიფო სექტორში მუშაობის შესაძლებლობას.განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ქალბატონ ნინო ჩუბინიძის განცხადებით, “მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უფლებამოსილი გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი”. Mმარინა წიკლაური მშობელი: “ახლა ვნატრობ, ნეტა ის დღე არ ყოფილიყო, როცა ჩემი შვილი ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში შევიყვანე. როგორ ვიფიქრებდი, რომ ასე მოგვატყუებდნენ. Qქვრივი ქალი ვარ. წვალებით შევაგროვე სწავლის ქირა. ყოველ წელს 600$ ვიხდიდი. მარწმუნებდნენ, რომAაკრედიტირებული, წმინდანის სახელობის უნივერსიტეტია. თურმე მატყუებდნენ.ბავშვს ეუბნებოდნენ ყოველდღე ნუ ივლიო. ჩავთვალე, რადგან კასპიდან დადიოდა ალბათ ეცოდებათთქო. ეჭვიც არ შემპარვია რომ საქმე თაღლითებთან მქონდა. თურმე მათ მიერ გაცემულ დიპლომს ფასი არ ქონია.Dდიპლომი რომლის დამზადებაშიც 100$ გადავიხადე მივიტანე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც მითხრეს; ამით ვერ იმუშავებთ სახელმწიფო სექტორში.”საქართველოში დღეისათვის აკრედიტებულია 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამვე დროს, საქართველოში არსებობს 200-ზე მეტი ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანა თლებლო დაწესებულება, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. მაგრამ მათ მიერ გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტს სახელმწიფო არ აღიარებს. სტუდენტს არ შეუძლია გადავიდეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში. ხოლო, ვაჟებს კი გაიწვევენ ჯარში. ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტები არ არიან ინფორმირებულნი თუ სად სწავლობენ. თბილისის საერო უნივერსიტეტის რექტორი, ოთარ ლოლაძე ამტკიცებს, რომ მისი უნივერსიტეტი აკრედიტირებულია, მაგრამ განათლების სამინისტროში გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ის მხოლოდ ლიცენზირებულია. E”ევროპული უნივერსიტეტის “ რექტორის, შ. ვეშაპიძის განცხადებით, მათი უნივერსიტეტი აკრედიტირებული, საკმაოდ რეიტინგული და პრესტიჟულია. ფასიც მისაღებია 2500 ლარი. როგორც აღმოჩნდა, მათაც შეცდომაში შეყავთ სტუდენტები. Aამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან გასაუბრების დროს დაისვა კითხვა: არის თუ არა ეს უნივერსიტეტი აკრედიტირებული?! აღსანიშნავია, რომ ყველა სტუდენტმა დადებითი პასუხი გასცა.სამინისტრო აფრთხილებს არააკრედიტებულ სასწავლებლების ადმინისტრაციას, რომ არ შეიყვანონ აბიტურიენტები შეცდომაში და სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ვერ გასცემენ .სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. აღმოჩნდა, რომ ასე არ ხდება. Lთაკო რობაქიძე სტუდენტი: “ეროვნული გამოცდებით ვერსად ვერ მოვხვდი და ბიძაშვილის რჩევით მივედი კიევის უნივერსიტეტში, სადაც კიევის დიპლომსა და დასაქმებას დამპირდნენ. აღმოჩნდა რომ მწარედ მატყუებდნენ. არც სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა და ვერც სამსახურს ვშოულობ ჩემი “ყალბი” დიპლომით.”5-მა სტუდენტმა უკვე მოამზადა სარჩელი მათი სასწავლებლის წინააღმდეგ და საქმე განსახილველად ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს.